მთავარ შინაარსზე გადასვლა
forecast.ge სიღნაღი 5°
კრიპტო
  • BTC $60,532 ზრდა2.5%
  • ETH $1,693 ზრდა2.3%
  • SOL $70.96 ზრდა3.6%
  • XRP $0.95 ზრდა3.8%
  • BNB $551.83 ზრდა1.5%
  • ADA $0.15 ზრდა4.9%
  • DOGE $0.0567 ზრდა4.4%
  • TON $0.96 ზრდა2.9%

სიახლეები · ეკონომიკა

ეკონომიკა

ბოლო 5 წელში ნებართვების რაოდენობა 20-25%-ით შემცირდა, ჯამური კვადრატულობა კი 30%-ით გაიზარდა - თბილისის მერია

ბოლო 5 წელში ნებართვების რაოდენობა 20-25%-ით შემცირდა, ჯამური კვადრატულობა კი 30%-ით გაიზარდა - თბილისის მერია

ბოლო 5 წლის განმავლობაში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 20-25%-ით შემცირდა, თუმცა შეთანხმებული პროექტების ჯამური კვადრატულობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, - განაცხადა თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე.

მისი განმარტებით, რაოდენობის კლებისა და ფართობების ზრდის ტენდენცია პროექტების გამსხვილებასა და მუნიციპალურ პროგრამებს უკავშირდება, კერძოდ - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილებას, ავარიული სახლების ჩანაცვლებასა და დაუმთავრებელი მშენებლობების მოგვარებას, სადაც პრობლემების გადაჭრა ინტენსივობის კოეფიციენტების ზრდით ხდება.

ბოლოთაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებართვების გაცემა ერთიანი და სამართლიანი წესებით ხორციელდება, პროცედურების გამარტივება ბიზნესგარემოსთვის მნიშვნელოვანია, ხოლო ინდუსტრიის ყველაზე დიდ პრობლემად კვლავ დაუსრულებელი მშენებლობები რჩება.

გაზიარება